skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლეიბორისტების სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 25 აპრილს არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების თაობაზე.


ლეიბორისტული პარტია შედეგების გაუქმებას არჩევნების მასობრივი გაყალბების მოტივით მოითხოვდა.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში გაასაჩივრებს. 

Back to top button