ახალი ამბები

ინდივიდუალური მეწარმეები გადასახადების გადახდისგან თავისუფლდებიან

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმეები საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და სხდომის დამთავრების შემდეგ პირადად შეხვდა ინდივიდუალურ მეწარმეებს.


ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ქეთევან ახალკაცის ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმეები ყველა სახის გადასახადებისგან თავისუფლდებიან. უკვე არსებობს პროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს, თუმცა ასევე შესაძლებელია პრეზიდენტის უშუალო ბრძანებულების საფუძველზე ამოქმედდეს პროექტი.


დღეისათვის საქართველოში 800 ათასამდე ინდივიდუალური მეწარმეა, რომლებიც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს იხდიან, მათ შორის მოგების, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადებს.


უმოკლეს დროში ასევე იგეგმება ახალი საგადასახადო კოდექსისი შემუშავება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ინფორმაციით, 21 გადასახადიდან მხოლოდ 5-6 გადასახადი დარჩება. 

მსგავსი/Related

Back to top button