skip to content
ახალი ამბები

თბილისი წინააღმდეგია ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა 15 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება წინააღმდეგია ჭადრაკის მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი, რომელიც 21 მაისს-7 ივნისს არის დაგეგმილი, ბათუმში ჩატარდეს.


ცენტრალური ხელისუფლების განმარტებით, მას არ შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოება ავტონომიურ რესპუბლიკაში.


აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე ბათუმში მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს კირსან ილიუმჟინოვს შეხვდა, რომელიც ასევე ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია, და აჭარაში დაგეგმილი ჩემპიონატის საკითხი განიხილა.


ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, აჭარის უკანონო შეიარაღებული ჯგუფები საფრთხეს უქმნიან არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს.  

Back to top button