ახალი ამბები

ცსკო-ს თავმჯდომარე აჭარაში არ შეუშვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო-ს) თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ასლან აბაშიძის მხარდამჭერებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ აჭარაში არ შეუშვა.
 
ცსკო-ს თვამჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ქობულეთსა და ხულოში, სადაც ხელახალი არჩევნები 18 აპრილს უნდა ჩატარდეს, მოსამზადებელი სამუშაოების შესამოწმებლად და საარჩევნო ბიულეტენების ჩასატანად მიდიოდა.


„ჩოლოქთან ჩვენთან მოვიდა ქობულეთის რაიონის გამგებელის ტარიელ ხალვაში და გვითხრა, რომ იგი ვერ აკონტროლებს იქ შეკრებილ მოსახლეობას და გვითხრა დაგვეტოვებინა იქაურობა,“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ცსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გივი ორდენიძემ.
 
ჭიაბერაშვილის თქმით, ქობულეთსა და ხულოში არჩევნების ჩატარების ხელისშეშლა ან ჩაშლა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იქნება და ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. იგი არ გამორიცხავს იმისა, რომ ხულოსა და ქობულეთში ხელახალი არჩევნები არ შედგეს.
 
მისი თქმით, აჭარაში ვითარების დაძაბვა შეშფოთების საფუძვეს იძლევა. “კრიტიკულ ზღვრამდე მივედით, რადგანაც აჭარაში ფაქტობრივად ვითარებას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები განაგებენ” – განაცხადა დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისია იტყობინება, შეიარაღებულმა ჯგუფმა ქობულეთში  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ჯგუფს, რომელბსაც ევალება ხელახალი არჩევნების ჩატარების უზრუნევლყოფა, აჭარის დატოვება მოსთოხვა. ამის შემდეგ ჯდუფი იძულებული გახდა ქობულეთი დაეტოვებინა და ფოთში გამგზავრებულიყო.

მსგავსი/Related

Back to top button