ახალი ამბები

პატარკაციშივილი ბათუმსა და თბილისს შორის შუამავლობის ინიციატივით გამოდის

გადამხდელთა კავშირის ახალ თავმჯდომარედ დღეს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციაშვილი აირჩიეს.
 
ბადრი პატარკაციშვილმა, არჩევის შემდეგ, ბიზნესმენებს მიმართა, რომ აუცილებელია მათ აქტიური როლი ითამაშონ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაძაბულობის დასაძლევად.
 
“ახლა გვერდზე დგომა არ შეიძლება. ბიზნესმენებს შესწევს ძალა ამ საკითხის მოგვარების. ჩვენ მზად ვართ ჩავიდეთ ბათუმში, დაველაპარაკოთ ორივე მხარეს, რათა საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს” – განაცხადა დღეს გადამხდელთა კავშირის ახალმა ხელმძღვანელმა ბადრი პატარკაციშვილმა.
 
მისი თქმით აუცილებელია შეიქმნას ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხით აქტიურად იქნება დაკავებული.
 
გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე აქამდე, ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი იყო. გადამხდელთა კავშირში საქართველოში მოღვაწე მსხვილი ბიზნესმენები არიან გაწევრიანებული.

მსგავსი/Related

Back to top button