skip to content
ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთის საკითხი განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი 13 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ გაეროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ნინო ბურჯანაძეს მისი მოსკოვის და სოხუმის ვიზიტების თაობაზე ესაუბრა.


ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაეროს ეგიდით ჟენევაში 21 აპრილს გაიმართება.


მოლაპარაკებებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენები აშშ-დან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ჰეიდი ტალიავინიც ასევე მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში. 

Back to top button