ახალი ამბები

აჭარაში ხელახალი არჩევნების ჩატარება საფრთხის ქვეშ დგას

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს კომსტიტუციის უხეშ დაღვევად აფასებს ხულოსა და ქობულეთში ხელახალი არჩევნების ჩატარების ჩაშლის მცდელობას და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყველა იმ პირზე ვინც ხელს შეუშლის არჩევნების ჩატარების პროცესს აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.


“მე მზად ვარ ჩავიდე აჭარაში შვხვდე ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა განვუმრტო რა შეიძლება მოჰყვეს იმ შემთხვევაში თუ მოხდა ქობულეთსა და ხულოში არჩევნების ჩაშლა” – განაცხადა დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც ფოთში იმყოფება და აჭარაში ჩასვლას გეგმავს.


ხულოსა და ქობულეთში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგებიან აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მომხრეები.


როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისია იტყობინება, შეიარაღებულმა ჯგუფმა ქობულეთში  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ჯგუფს, რომელაც ევალება ხელახალი არჩევნების ჩატარების უზრუნევლყოფა, აჭარის დატოვება მოსთოხვა. ამის შემდეგ ჯდუფი იძულებული გახდა ქობულეთი დაეტოვებინა და ფოთში გამგზავრებულიყო.

მსგავსი/Related

Back to top button