ახალი ამბები

სააკაშვილი: ტერიტორიული მთლიანობა მთავარი პრიორიტეტია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვაზე დასწრების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია.


„არ არის საჭირო სოციალურ პრობლემებზე ბევრი საუბარი – თუმცა მე ამაზე ყოველთვის ვფიქრობ – რადგან თუ შევძლებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეს თავისთავად მოხსნის სხვა პრობლემებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button