skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებს ახლადარჩეულ პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


“ადრე მთავრობის გარკვეული წევრები ყიდულობდნენ დეპუტატებს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ჩვენ იმიტომ გავიყვანეთ ამდენი ხალხი პარლამენტში, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თითოეული სამინისტროს ინტერესები, ნაცვლად პირადულისა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


მისი თქმით, პარლამენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მომხრეა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავად პრეზიდენტი.

Back to top button