ახალი ამბები

სააკაშვილი საბაჟოებზე მკაცრი კონტროლის დაწებას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას დავალებას აძლევს შეისწავლონ საბაჟოებზე არსებული ვითარება.
 
“არსებობს ინფორმაცია, რომ იქ კვლავ ხდება ქრთამების აღება. როგორც ჩანს ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს ჩვენი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. მოვითხოვ პირდაპირ იმ პირების დაკავებას, რომლებიც ქრთამს აიღებენ”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.
 
იგი დადებით შეფასებას აძლევს ქვეყენაში კრიმინალების და კორუმპირებული პირების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა არასაკამრისად მიიჩნევს ამას და აცხადებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი.

მსგავსი/Related

Back to top button