ახალი ამბები

ევროპის საბჭოს წარმომადგენელი აჭარის ლიდერს ხვდება

ევროპის საბჭოს წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ბათუმში აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს ხვდება.


“ჩვენ განვიხილავთ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ასევე გავეცნობი აჭარაში არჩევნების შემდგომ ვითარებას. ევროპის საბჭო მიესალმება ხელისუფლების ინიციატივას რეგიონის ხელმძღვანელობასთან დიალოგის განახლების თაობაზე”, – განუცხადა პლამენ ნიკოლოვმა ჟურნალისტებს აჭარის ლიდერთან შეხვედრამდე.


მისი თქმით, მთავარია ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა და ამის მომხრე და ინიციატორი ევროპის საბჭოს გენერელური მდივანი ვალტერ შვიმერია, რომელიც თბილისსა და ბათუმში თებერვლის თვეში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ბათუმში აჭარის ლიდერსაც შეხვდა.

მსგავსი/Related

Back to top button