ახალი ამბები

სააკაშვილი ტყეში გახიზნული “ზვიადისტების” შემორიგებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადებითად აფასებს ყოფილი ხელისუფლების მიერ დევნილი და სამეგრელოში, ტყეში გახიზნული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეების შემორიგების და მათ მიერ იარაღის ჩაბარების ფაქტს.


“ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმრთულებით თანამშრომლობას. ამასთანავე,  ვინც მომავალში იარაღს აიღებს ხელში, მათი პატიება აღარ იქნება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში, რათა შეძლონ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა.


4 აპრილს სამეგრელოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიროგი ბარამიძე და სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსანძე იმყოფებოდნენ. ისინი ტყეში გახიზნულ “ზვიადისტებს” შეხვდნენ, რომლებმაც ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ამ მიზნით იარაღის ჩაბარებაც დაიწყეს.

მსგავსი/Related

Back to top button