skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტია ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს

თბილისის საოლქო სასამართლო ლეიბორისტული პარტიის სარჩელს განიხილავს, რომელშიც პარტია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვს.


ოფიციალური შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ ხმების 5,8% მოიპოვა. ამგვარად, პარტიამ ვერ შეძლო 7%-იანი ბარიერის გადალახვა. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.


28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 18 აპრილს გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც აჭარის ორ ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

Back to top button