ახალი ამბები

პრეზიდენტის წარმომადგენლები ბათუმში გაემგზავრნენ

პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 4 აპრილს აჭარაში გაემგზავრნენ, სადაც ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლი დაამყარონ.


აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძესა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 18 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე გადაწყდა ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე პრეზიდენტის წარმომადგენლების დანიშვნის საკითხი.


თუმცა, დავით ახალაიას  და ვასილ სანოძეს არ მიეცათ თავიანთი მოვალებების  შესრულების საშუალება აჭარის ხელმძღვანელობის უარის გამო.


ასლან აბაშიძემ პრეზიდენტის დებულება მოითხოვა, რომელიც მისი წარმომადგენლების მოვალეობებს განსაზღვრავდა.


„ჩვენ უკვე გვაქვს ეს დებულება, რომელიც ჩვენ პასუხისმგებლობას და მოვალებას განსაზღვრავს. ამგვარად, აჭარის ხელმძღვანელობას აღარ ექნება რაიმე საბაბი, რომ არ შეგვიშვას პორტსა და საბაჟოზე“, – განუცხადა დავით ახალაიამ ჟურნალისტებს 4 აპრილს. 

მსგავსი/Related

Back to top button