ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ასლან აბაშიძეს შეხვდა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 3 აპრილს აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა.


„ლეიბორისტულ პარტიას ოფისის გახსნა სურს ბათუმში. ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. ჩვენ ასევე 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საკითხიც განვიხილეთ, რომელიც ტოტალურად გაყალბდა ცენტრალური ხელისუფლებისა და ასევე აჭარის ხელისუფლების მიერ“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, ავტონომიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაძაბულობის შემსუბუქება ქვეყნის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი უნდა გახდეს.


„საშინელება იყო, რაც ბათუმისკენ მიმავალმა ვნახე. ხიდებზე სილით სავსე ტომრები იყო განლაგებული. აჭარა, როგორც ფრონტის ხაზი, ისე გამოიყურება. თბილისმა და ბათუმმა ყველაფერი უნდა გააკეთონ დაძაბულობის მოსახსნელად“, – დასძინა ნათელაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button