ახალი ამბები

პრეზიდენტი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას გეგმვას

პრეზიდენტმა საააკაშვილმა 1 აპრილს შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „საქართველო სულ მალე ახალ ვეტმფრენებს და სამხედრო თვითმფრინავებს შეიძენს ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით“.


„ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში შესაბამისი ოპერაციის ჩასატარებლად და საჭიროების შემთხვევაში უკანონო ბანდებისა და ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


„გარდა სახელმწიფო შეიარაღებული ძალებისა, სამი კერძო არმია, შეიარაღებული ბანდიტებისგან შემდგარი სამი არაკანონიერი ჯგუფი მოქმედებს საქართველოს მიწაზე, და ზოგიერთი მათი წარმომადგენელი ქართულადაც ლაპარაკობს“, – დასძინა პრეზიდენტმა.


მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ეჭვი არავის შეპარვია, რომ სააკაშვილს აჭარის უშიშროების ძალებზე ჰქონდა საუბარი. 


 

მსგავსი/Related

Back to top button