
რუსეთი თბილისსა და ბათუმს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
რუსეთი მიესალმება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შორის 18 მარტს მიღწეულ შეთანხმებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთი აჭარის კრიზისის დაწყებისთანავე მოუწოდებდა მხარეებს პრობლემები დიალოგის მეშვეობით მოეგვარებინათ.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც დაძაბულობამ აჭარაში სახიფათო ზღვარს მიაღწია, რუსეთის მხარე მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა პრეზიდენტთან და აჭარის ლიდერთან, რათა ყველა ღონე ეხმარა ძალის გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ამ მხრივ დასაფასებელია მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის წვლილიც“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთი მოუწოდებს მხარეებს განაგრძონ მუშაობა ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს „სტაბილურობას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებას იქ მცხოვრები ხალხების საკეთილდღეოდ“.