
ახალი ამბები
გენერალური პროკურატურა საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში გამოძიებას აწარმოებს
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილება საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებში განხორციელებული ფინასური მაქინაციების გამოვლენის მიზნით გამოძიებას აწარმოებს. 18 მარტს ამ მიზნით დაიკითხა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქისტაური. საგადასახადო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის იასე ზაუტაშვილის დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი საქართველოში არყოფნის გამო.
გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე პიროვნებას ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედებათ.