
ახალი ამბები
ოპოზიცია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს
ოპოზიციური პარტიების გარკევული ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებას აპროტესტებენ.
სოციალისტური, ეროვნულ დამოუკიდებელი, ლეიბორისტული პარტიების ლიდერები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების განმეორება აჭარაში.
მანამდე ოპოზიცია კინოს სახლში შეიკრიბა. ისინი საქართველოს პრეზიდენტს წერილობით მიმართავენ და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ, სადაც მოხდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან არსებული საკითხის განხილვა და მისი მშვიდობიანი გზით მოგვარება.