ახალი ამბები

სააკაშვილსა და აბაშიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც განიხილეს აჭარაში მიმდინარე მოვლენები. 
 


სატელეფონო საუბრის დეტალები უცნობია.



“საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია არის უცვლელი. ცენტრალური ხელისუფლება იმოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ადგილობრივმა ხელისუფლება კი თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა იმოქმედოს” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.
 
მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გაურკვევლია მოხდება თუ არა პრეზიდენტისა და აჭარის ლიდერის პირისპირ შეხვედრა. ასლან აბაშიძე კვლავ მოსკოვში იმყოფება, მიხეილ სააკაშვილი კი – ფოთში.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button