ახალი ამბები

აჭარაში ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს

ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი ვაჟა თავართქილაძე 11 მარტს დილით ბათუმში დააპატიმრეს.


მას იარაღის უკანონო ტარებაში ედება ბრალი; თუმცა თავართქილაძის ნათესავები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა.


ოპოზიციური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი თენგიზ აფხაზავა, რომელიც ოთხი დღის წინ  გაიტაცეს, 11 მარტს ბათუმში სასტიკად ნაცემი იპოვეს.

Back to top button