ახალი ამბები

ბათუმში “დემოკრატიული აჭარის” კოორდინატორი გაიტაცეს და სასტიკად სცემეს

ორი დღის წინ ბათუმში დაკარგული “დემოკრატიული აჭარის” ბათუმის ორგანიზაციის კოორდინატორი თენგიზ აფხაზავა დღეს სახლში დაბრუნდა. მისი თქმით, დაუდგენელმა პირებმა იგი სახლიდან გასვლის დროს გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


თენგიზ აფხაზავა ვერ ასახელებს, თუ ვინ იყვნენ მისი გამტაცებლები, ან სად ამყოფებდნენ მას ამ ხნის მანძილზე და აცხადებს, რომ გატაცების დროს მას თავში ჩაარტყეს, რის გამოც გონება დაკარგა. თენგიზ აფხაზავა აჭარის ხელმძღვანელობის ოპონენტია.

Back to top button