ახალი ამბები

ცსკო-ს თავჯდომარემ აჭარაში საოლქო კომისიის თავჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ  ზურაბ ჭიაბერაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის უფროსი ნოშრევან ზოიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგანაც მან ვერ შეძლო ცსკო-სთვის შუახევის ამომრჩეველთა სიების წარდგენა. 


ზურაბ ჭიაბერაშვილმა 10 მარტს განაცხადა, რომ დანარჩენი ხუთი ოლქის საარჩევნო კომისიებმა მიაწოდეს ცსკო-ს ამომრჩეველთა სიები; თუმცა, დასძინა, რომ სიები დაგვიანებით მოვიდა და ამავე დროს არაზუსტი იყო.


„სიებში არ არის მოცემული ამომრჩეველთა მისამართები“, – განაცხადა ცსკო-ს თავჯდომარემ.


გარდა ამისა, ცსკო-მ მიმართა გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ცსკო-ს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების ყოფილი უფროსის ნოდარ  ლაზარიაშვილის მიერ უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები.


იგი „აღორძინების კავშირის“ წარმომადგენლად არის წარდგენილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 

Back to top button