ახალი ამბები

გენერალურმა პროკურორმა აჭარის სამხედრო პროკურორი დანიშნა

გენერალური პროკურორის ბრძანებულების თანახმად, აჭარის რეგიონალური სამხედრო პროკურორის თანამდებობაზე დავით ასამბაძე დაინიშნა.


გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ახალი კადრის დანიშვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად მოხდა, რამაც აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის უკმაყოფილება გამოიწვია.


დავით ასამბაძეს, აჭარის სამხედრო პროკურორად დანიშვნამდე, ფოთის სამხედრო პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

Back to top button