ახალი ამბები

გიორგი ხაინდრავა მოსკოვში ვალერი ლოშჩინინს შეხვდა

მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიოგრი ხაინდრავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა.


მხარეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხები განიხილეს. გიორგი ხანიდრავას მოსაზრებით კონფლიქტები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით. ასევე განხილული იყო საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების 10-11 თებერვლის შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხები.


გიორგი ხაინდრავა მოსკოვში 2 მარტს გაემგზავრა.

Back to top button