ახალი ამბები

სააკაშვილი კრიმინალებთან კავშირში მყოფი სამართალდამცავების წინააღმდეგ ბრძოლას განაგძობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 მარტს სამეგრელოს უშიშროების რეგიონალურ სამმართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.


სამეგრელოს უშიშროების რეგიონალური სამმართველოს 15 თანამშრომელი მათი ყოფილი უფროსისა და მოადგილის ჩათვლით  3 მარტს დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ სამმართველოს ახალ უფროსს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.


„დასავლეთ საქართველოში ბევრი სამართალდამცავი შეკრულია კრიმინალურ ბანდებთან და კონტრაბანდასთან. კრიმინალები მართავდნენ დასავლეთ საქართველოს, რადგანაც ადგილობრივი სამართალდამცავები თანამშრომლობდნენ მათთან. ჩვენ განვაგრძობთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე.


სამეგრელოს უშიშროების რეგიონალური სამმართველოს ათობით თანამშრომელმა 3 მარტს პროტესტის ნიშნად უარი თქვა მოვალეობების შესრულებაზე. ისინი ახალი უფროსის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ თემურ გაბუნია „არაპროფესიონალია“.  


„ჩვენ განვაგრძობთ ახალ დანიშვნებს და გავათავისუფლებთ ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც კრიმინალურ კლანებთან კავშირში არიან შემჩნეულნი. უკან დახევას არ ვაპირებთ და გავწმინდავთ სამინისტროს კრიმინალური ელემენტებისგან“, – განუცხადა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს. 

Back to top button