
სააკაშვილი, რომელიც აჭარაში არ შეუშვეს აცხადებს რომ სისხლისღვრას არ დაუშვებს
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილს დღეს დილით ხელი შეუშალეს შესულიყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, აჭარის ხელისუფლების მიერ “მსგავს თავხედურ გამოწვევას.”
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს მიხეილ სააკაშვილი ფოთში მთავრობის საგანაგებო სხდომის გამართვას გეგამვს, რომელსაც ყველა ძალოვანი მინისტრები დაესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ჯარებით შესვლას აპირებდა.
“დღეს დილით აჭარაში წამოვედი ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ქვეყნის პრეზიდენტი. ჩემს კორტეჟში არ იმყოფებოდა არც შეიარაღებუყლი დაჯგუფება და არც მძიემ სამხედრო ტექნიკა. მხოლოდ პრეზიდენტის 30 კაციანი პირადი დაცვა. სანაცვლოდ ჩოლოქზე დაგვხვდა ასობით შეიარაღებული ადამიანი. ასეთი არაორდინარული ვითარება შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ მხარეში. ეს კი ჩემითვის მიუღებელია” – განაცხადა დღეს ფოთში მყოფმა პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ის რაც ხდება აჭარაში ყოფილი პრეზიდენტის მიერ გატარებული ლოიალური პოლიტიკის შედეგია.
“პრეზიდენტ შევარდნაძეს პოლიტიკამ სახელმწიფო მიიყვანა იქამდე, რომ ადგილობრივმა ფეოდალმა შეძლო დამოუკიდებელი ლაშქარის შექმნა. შევარდნაძემ მოითმინა ის რომ აჭარაში შეიქმნა შუასაუკუნის მსგავსი ფეოდალური დიქტატურა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“სრულიად ნათელია რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეურიგდება იმ მდგომარეობას, რაც შეიქმნა აჭარაში პირველ რიგში აჭარის მოსახლეობისთვის. ჩემთვის მთავარია მშვიდობა. იყო რჩევები მკაცრი ზოემბის მიღების, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებთ სწორედ იმის გამო, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა. ამავე დროს აჭარის ხელისუფლებამ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვას არის თუ არა აჭარა საქართველო? მაშინ თუ საქართველოს ნაწილია, ვრცელდება თუ არა პრეზიდენტის ხელისუფლება? თუ ეს ასეა მაშინ კეთილი ინებონ და უზრუნველყონ თავისუფასლი გადაადგილება” – აცხადებს პრეზიდენტი.
იგი მოუწოდებს აჭარის მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებებს, და “არ აიღონ იარაღი ხელში და არ დაუპირისპირდნენ საკუთარ ხალხს.”
“მინდა აჭარის მინისტრებს ვუთხრა კიდევ გაქვთ შანსი მოეგოთ გონს., ნამდვილად არ ვაპირებ უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს რამე ვაპატიო თუ ისინი გადავლენ ზღვარს” – აცხადებს პრეზიდენტი.
“ვალდებული ვიყავი ჩამოვსულიყავი ხალხის მახარში დასადგომად. არ ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ვტოვებთ ამ ხალხს უყურადღებოდ. მაქსიმალურად გამოვიჩენთ თავშეკავებას” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ბათუმში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს არ გამოიყვანონ შეიარაღებული დაჯგუფება და ტექნიკა და არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.