ახალი ამბები

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმის ციხიდან “კმარას” აქტივისტების ნათესავები გაათავისუფლეს

ბათუმის ციხიდან ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” ორი აქტივისტის ჩხარტიშვილისა და ხაჟომიას ნათესავები გაათავისუფლეს. ისინი აჭარის  სამართალდამცველებმა 6 იანვარს დააკავეს, როდესაც “კმარას” აქტივისტები ბათუმის ქუჩებში აჭარის ხელისუფლების საწინააღმნდეგო პლაკატებს აკრავდნენ. 


აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით, “კმარას” აქტივისტებისა და მათი ნათესავების დაკავება ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვის გამო მოხდა. “კმარას” აქტივისტების გათავისუფლება  მოძრაობის სხვა წევრების პროტესტის შემდეგ ერთ კვირაში მოხდა.


27 თებერვალს თბილისის წინასწარი დაკავების საკნიდან ასევე გაათავისუფლეს “დემოკრატიული აღორიძინების” ორი წევრი, რომელებიც იარაღის უკანონოდ ტარების გამო დააკავეს. ისინი თბილისში სამი დღის წინ ჩამოვიდნენ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხვტის მიზნით დიალოგის გასამართად.

Back to top button