
ახალი ამბები
აბაშიძე შეიარაღებული შემოჭრის თაობაზე აკეთებს განცხადებას
ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შემოჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.
„ისინი შეიარაღებულ აგრესიას გეგმავენ ტანკებით, ჯავშანტრანსპორტიორებით, როგორც ეს აფხაზეთში მოხდა და ყველას ახსოვს რა შედეგებიც მოგვიტანა ამან აფხაზეთში“, – განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ განცხადებას „აბსურდული“ უწოდეს. „როგორც სჩანს, აბაშიძე შორს არის რეალობისგან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ.