ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს აფხაზეთში აქტიურობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა 26 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა უფრო აქტიური როლი შეასრულოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება და იქვე დასძინა, რომ თბილისი მზად არის სოხუმს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომა მიანიჭოს.


სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს ასევე მოუწოდა გავლენა იქონიოს რუსეთის „დამანგრეველ“ პოლიტიკაზე, რაც აფხაზეთში მაცხოვრებელი ხალხისთვის რუსული პასპორტების გაცემაში, ასევე აფხაზეთში უძრავი ქონების უკანონო შესყიდვასა და უვიზო რეჟიმში გამოიხატება.


თუმცა სააკაშვილმა იქვე დასძინა, რომ მისმა ვიზიტმა რუსეთში და „ძალზედ კონსტრუქციულმა“ მოლაპარაკებებმა პრეზიდენტ პუტინთან აჩვენა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნები.


იანვარში გაკეთებულ მოხსენებაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ პროგრესის არ არსებობის გამო სინანული გამოთქვა და აფხაზურ მხარეს კომპრომისებისკენ მოუწოდა.

Back to top button