ახალი ამბები

საარჩევნო სიები 19 ბლოკმა და პარტიამ წარადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკო) პარტიების მიერ საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს საღამოს 6 საათზე ამოიწურა.


ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადა, რომ 19 პოლიტიკურმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა შეიტანა საარჩევნო სიები.


ამგვარად, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ 19 ერთეული მიიღებს მონაწილეობას.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ საარჩევნო სიები ბოლო წუთს წარადგინეს.
„გაერთიანებული დემოკრატებისა“ და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.  


მმართველი კოალიცია პარტიულ სიაზე დიდხანს ვერ თანხმდებოდა. სავარაუდოდ, ლიდერებმა კვლავ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას პარტიული სიის თაობაზე.


ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა სიის შედგენით. მოგვიანებით ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ მათ გაერთიანებას  საარჩევნო სიებზე  შეუთანხმებლობის გამო საფრთხე ემუქრებოდა.

Back to top button