ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო სიტუაციით უკმაყოფილოა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 25 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო ადმინისტრაციების დროულ დაფინანსებასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო.


„არც ერთ საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია წინასაარჩენო საქმიანობისთვის საჭირო დაფინანსება“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.  


„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აკრიტიკებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასაარჩევნო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ვადების ხშირი გადაწევისთვის, როგორც ეს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის დროს მოხდა. 


არაოფიციალური ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე გეგმავს გადაწიოს პარტიული სიების წარდგების ვადაც, რომელიც დღეს იწურება.

Back to top button