
მიხეილ სააკაშვილის კოლინ პაუელს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს შეხვდა.
„საუბრისას მომავალი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ, თუ რამდენად ახლოს ვართ ჩვენს რუს მეგობრებრებთან, რათა ვაცნობოთ მათ, რომ საქართველო არ არის კონკურენციის ადგილი, არამედ მხოლოდ თანამშრომლობის ადგილია. მოხარული ვარ, რომ საქმეები ასე კარგად მიდის“, – განაცხადა კოლინ პაუელმა მოლაპარაკებების შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მადლობა მოუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქართული ჯარების მიერ ერაყის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
200 ქართველი სამშვიდობო სულ მალე შეუერთდება იმ ქართულ შენაერთს, რომელიც ერაყში გასული წლის აგვისტოში გაემგზავრა და ამჟამად ქალაქ ტიკრიკშია განლაგებული.
ზაფხულში საქართველო კიდევ 500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს ერაყში.
კოლინ პაუელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ინტერესით ელოდება 28 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.