ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე პარტიული საარჩევნო სიების შედგენით უკმაყოფილოა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უკმაყოფილოა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შორის საარჩევნო სიების შედგენის პროცედურით და აცხადებს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად არ მოხდა მისი პოზიციის გათვალისწინება. ნინო ბურჯანაძე ამის მიზეზად ინტრიგებს ასახელებს.


“ჩემი სტილი არ არის ინტიგები, მაგრამ ეს კულუარებში არსებობს. რა თქმა უნდა მე დაინტერესებული ვიყავი პარლამენტში ჩემი მხრიდან მეტი ადამინი მოხვედრილიყო,  პირადად ჩემი თანამებრძოლებისა და გუნდის თითოეული პირის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ გამაჩნია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა თუ პარლამენტში პროფესიონალი და საქმის მცოდნე ხალხი მოხვდებოდა, ხოლო ეს ადამიანები უფრო სხვა საქმისთვის და სხვა ადგილისთვის გამოდგებოდნენ” – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მისი წინადადება არ გაითვალისწინა.


“ერთიან ნაციონალებსა” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” შორის ერთობლივი სიების შედგენაზე კონსულტაციაბი უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა, კერძოდ ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ ვერ მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით 60% ნაციონალებს სურთ, 40% კი ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ უნდა გადაინაწილონ.


ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარგენის ვადა დღეს იწურება.

Back to top button