
ახალი ამბები
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვერ დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა დღეს ვერ დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საარჩევნო პროცედურების გამარტივების თაობაზე.
წინასწარმა, არაოფიციალურმა კენჭისყრამ უჩვენა, რომ დარბაზში არ იმყოფებოდა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა ცვლილებების დასამტკიცებლად.
პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მწუხარება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო ეუთოს მიერ რეკომენდირებული ცვლილებების დამტკიცება.
დღეს ახლანდელმა პარლამენტმა უკანასკნელი სხდომა ჩაატარა.