ახალი ამბები

პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში ფულის გათეთრების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტმა დღეს ცვლილებები შეიტანა კანონში ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტმა გასული წლის მარტში მიიღო.


კანონი ითვალისწინებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შექმნას. ცვლილებების თანახმად, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა აცნობოს მონიტორინგის სამსახურს ყველა იმ ფინანსური ოპერაციის შესახებ, რომელიც 30,000 ლარს აღემატება, როგორც საბანკო ოპერაციის დროს, ასევე ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას.


თავდაპირველად, ეს თანხა 20,000 ლარს აღემატებოდა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანალიტიკური ფუნქციები გააჩნია და საგამომძიებლო ორგანო იქნება. სამსახური ურჩევს სამართალდამცავ ორგანოებს შეამოწნონ ის ფინანსური ოპერაციები, რომლებსაც ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცოტა ხნის წინ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას კანონი ფულის გათეთრების წინააღმდეგ უფრო ეფექტური გახადოს.      

Back to top button