ახალი ამბები

ევროსაბჭოს წარმომადგენელი ბათუმს ეწვევა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პლემენ ნიკოლოვი დღეს ბათუმს ეწვევა, სადაც იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.


ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხს განიხილავს.


პლემენ ნიკოლოვის თქმით, კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი, მათ შორის ბათუმსა და თბილისს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობები, კვლავ გაურკვეველია. 


 

Back to top button