ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მათიას იორშის ხელმძღვანელობით 25 თებერვალს თბილისში წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს.


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ უკვე არ გაითვალისწინა მისი რამოდენიმე რეკომენდაცია არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის 7%-იანი ბარიერის 4-5%-მდე შემცირების თაობაზე.


ასამბლეის სრული  დელეგაცია 30-კაციანი შემადგენლობით არჩევნებზე მონიტორინგს არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო  მისიის ფარგლებში განახორციელებს. 

Back to top button