We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ბუშს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან  25 თებერვალს ვაშინგტონშია დაგეგმილი.


„მე ბევრად უფრო ვნერვიულობდი პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან] შეხვედრამდე. აშშ-სთან ურთიერთობებში ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ მეგობრები ვართ და ამ ურთიერთოებებს შევინარჩუნებთ“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს 24 თებერვალს.


23 თებერვალს ამერიკაში ჩასვლის შემდეგ სააკაშვილი ვაშინგტონში ბუშის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.


იმ საკითხებს შორის, რომლებიც ქართულმა მხარემ აშშ-ში უნდა განიხილოს, პრიორიტეტულია უსაფრთხოების სფეროში უფრო ახლო
ურთიერთობების დამყარება და ფინანსური დახმარების გაზრდა.

Back to top button