ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ს დახმარების გაზრდას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ იგი სთხოვს აშშ-ის კონგრესს საქართველოსთვის დახმარება 200 მილიონ დოლარამდე გაზარდოს.


იანვრის თვეში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2004 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 166 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას საქართველოსთვის.


მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს დღეს როგორც არასდროს სჭირდება დამატებითი ფინანსური დახმარება“.


მისი თქმით, დახმარების გაზრდის შემთხვევაში ფონდები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს მოხმარდება.

Back to top button