
დიდი ბრიტანეთი საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი, რომელიც ერთი მაიორისა და 4 უფროსი სერჟანტისგან შედგება, დღეს თბილისში ჩამოდის.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ჯგუფთან ერთად ასევე ჩამოვა ის ექვსი ქართველი სამხედრო, რომელთაც მომზადება დიდი ბრიტანეთის სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის მოსამზადებელ ცენტრში გაიარეს.
ბრიტანელი ინსტრუქტორები უფროს ოფიცრებს და სერჟანტებს მოამზადებენ. ბრიტანელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფი და ქართველი ინსტრუქტორები 5-კვირიან მოსამზადებელ პროგრამას განახორციელებენ 40 ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის. მომზადების თემა მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებისკენაა მიმართული. მომზადების დასრულების შემდეგ [2004 წლის 2 აპრილს] ქართველი ინსტრუქტორები განაგრძობენ აშშ-ის მიერ დაფინენსული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში 11 ბრიგადის ბატალიონის მომზადებას.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.