ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 34 პარტია და 5 ბლოკი მიიღებს

საპარლამენტო არჩევნებში 34 პარტია და 5 ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. ბლოკების შექმნის შესახებ განაცხადი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისმა პარტიება უკვე შეიტანეს და მოხდა მათი რეგისტრაცია.


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკების სახით მონაწილეობას მიიიღებენ “ედპ და ტრადიციონალისტები”, “ჰელსინკის და ღვთისშვილთა კავშირები”,  “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები”, “ბლოკი – ჯუმბერ პატიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება ერთობა”, რომელშიც გაერთიანდა ინტელექტუალთა ლიგა და ბლოკი “სამშობლო”.


რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობისა” და “გაერთიანებულ დემოკრატების” გაერთიანებას, ორივე პარტიას განაცხადი ცსკო-ში არჩევნებში მონაწილეობაზე ცალ-ცალკე აქვთ შეტანილი. მათი ერთიანი სიის წარდგენა კი 24 თებერვალს პარტიების ერთობლივი ყრილობის შემდეგ მოხდება, როდესაც “გაერთიანებული დემოკრატები” პარტიის ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას გააკეთებენ და არჩევნებში “ნაციონალების” ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.


არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ”, რომლებიც მანამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ გაერთიანებული. 

მსგავსი/Related

Back to top button