ახალი ამბები

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი: ბათუმში სიტუაცია დაძაბულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ 21 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიტუაცია რეგიონში კვლავ დაძაბულია და დასძინა, რომ „სიტუაციის გაუარესებაზე ოპოზიციაა პასუხისმგებელი“.


„ბათუმში უკიდურესად უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი და მე ვერ ვხედავ გამოსავალს ამ სიტუაციიდან“, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმში ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.


20 თებერვალს ბათუმში ოპოზიციური მოძრაობების ოფისები დაარბიეს, მას შემდეგ რაც აჭარის დედაქალაქში აბაშიძის ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, ხოლო 21 თებერვალს ჩოლოქთან სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგმო ძალადობა აჭარაში და სამართალდამცავ სტრუქტურებს მომხდარი ინციდენტების გამოძიება მოსთხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button