ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

დღეს დილით, საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.

25 თებერვალს დაგეგმილია სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრა.

ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავენ.

დაგეგმილია სააკაშვილის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთანაც.

მსგავსი/Related

Back to top button