ახალი ამბები

ბათუმში ოპოზიციონერებს კვლავ სცემეს

22 თებერვალს გაიტაცეს და სასტიკად სცემეს „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრი, რასაც მოჰყვა ბათუმში „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ოფისის დაწვა.

„ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ დაგმო მომხდარი და აჭარის ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯა კატეგორიულად მოსთხოვა.

21 თებერვალს ჩოლოქთან ასევე სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა, 20 თებერვალს ბათუმში ოპოზიციური მოძრაობების ოფისების დაარბევა, მას შემდეგ რაც აჭარის დედაქალაქში აბაშიძის ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა.

მსგავსი/Related

Back to top button