ახალი ამბები

კონფლიქტის ზონაში ორი ადამიანი მოკლეს

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ თამარაშენში 21 თებერვალს ორი ქართველი მოკლეს.


თამარაშენის ადგილობრივმა მოსახლეობამ დაგმო მომხდარი და მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციით თავდამსხმელთა დასჯას მოითხოვდა.


კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.


ქართული მხარე აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ და მოითხოვს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან აღკვეთონ მათი საქმიანობა.

მსგავსი/Related

Back to top button