ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრეა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმების მომხრეა. ამის შესახებ მან 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


“საქართველოში არსებული პრაქტიკის თანახმად, ხშირად რომელიმე დიდი დაჯგუფება, რომელსაც დიდი დანაზოგი გააჩნია და არ იხდის გადასახადს, ყიდულობს დეპუტატებს, ან თავად ხდებიან დეპუტატები და სარგებლობენ ხელშეუხებლობით, რაც დაუშვებელია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. მომავალ რიგგარეშე სხდომაზე მიხეილ სააკშვილი თავისი პარტიის წევრებს მოსთხოვს ამ კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას, რათა არც ერთი დეპუტატი ამ პრივილეგიით არ სარგებლობდეს.

მსგავსი/Related

Back to top button