ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეფორმები კადრებისა და ჯარის შემცირებას ითვალისწინებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო. ახლად დანიშნული  მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, სამინისტროში დაიწყება კადრების შემცირება და ეს რიცხვი 500-დან  200-მდე შემცირდება. სტრუქტურული რეფორმა გენერალურ შტაბსაც შეეხება.


გელა ბეჟუაშვილის განმარტებით, ის პირები, რომლებიც შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლდებიან, საქართველოს კანდომდებლობით გათვალისწინებულ კომპესაციას მიიღებენ. ამის შესახებ გელა ბეჟუაშვილმა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ახალი პროექტი ასევე ითავალისწინებს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის აღწერას და მის 20-დან 15 ათასამდე შემცირებას.

მსგავსი/Related

Back to top button