ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში 7% ბარიერის დაწევის წინააღმდეგია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ იზიარებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მოსაზრებას არჩვენების წინ ბარიერის დაწევის თაობაზე. იგი საპარლამენტო არჩევნების დროს 7%-იანი ბარიერის დაწევას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ 28 მარტს დანიშნულ  რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კვლავ 7%-იანი ბარიერი იმოქმედებს.


იმისათვის, რომ ოპოზიციურ პარტიებს 7%-იანმა ბარიერმა პრობლემები არ შეუქმნათ, მიხეილ სააკაშვილი მათ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და ამის მაგალითად ორი დღის წინ ერთ ბლოკად გაერთიანებული “ახალი მემარჯვენეები” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო” მოჰყავს, რომლებამც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შეიტანეს განაცხადი არჩევნებში ერთ ბლოკად  მონაწილეობის შესახებ.


“კარგია, ასეთი გაერთიანებები რომ იქმნება. დანარჩენი ოპოზიციაც უნდა გაერთიანდეს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.


პრეზიდენტი  ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებს, თუ რომელი პიროვნებები დაიკავებენ მოწინავე ადგილებს “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” ერთობლივ საარჩევნო სიაში და ვინ გახდება ლიდერი. მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და საზოგადეობას უმოკლეს ვადაში წარედგინება ერთობლივი სია. 

მსგავსი/Related

Back to top button