ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს ხელშეუხებლობას ჰპირდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიზესმენებს პირობას აძლევს, რომ თუ 1 აპრილამდე ობიექტურად შეავსებენ დეკლარაციას და სრულად დააფიქსირებენ საკუთარ ქონებას, ასევე გადაიხდიან აქამდე დამალულ გადასახადებს, არ აღიძვრება მათზე სისხლისამართლის საქმე და ისინი გათავისუფლებიან პასუხისმგებლობისგან.


“ვინც დეკლარაციას ობიექტურად შეავსებს, ჩემს საპრეზიდენტო სიტყვას ვაძლევ, რომ გათავისუფლებიან ყველა სახის პასუხისმგებლობისგან. მე ამის პირობას ვიძლევი” – განაცხადა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, იგი თავად გაუწევს კონტროლს და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ რომელიმე ბიზნესმენზე უკანონო სანქციის გაცემა, მკაცრ ზომებს გაატარებს თითოეული სამართალდამცავი ორგანოს მიმართ.

მსგავსი/Related

Back to top button